ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
3 დეკემბერი, 2019, 10:40
მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ  პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს

თბილისი (GBC) - დუალური პროფესიული პროგრამის  „მევენახეობა-მეღვინეობა“ პირველ კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მიენიჭათ.

კვალიფიკაციის მინიჭების ღონისძიებას  Schuchmann Wines Château -მ უმასპინძლა, რომელიც 2016 წლიდან არის ჩართული დუალურ პროფესიულ პროგრამაში.

პროფესიული პროგრამა ‘’მევენახე-მეღვინე’’ 2016 წლის შემოდგომიდან ხორციელდება ორ სახელმწიფო კოლეჯში-  ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯსა და  კოლეჯში „აისი“. პროგრამის განხორიელებაში ჩართულია 25-მდე ღვინის საწარმო, პროცესების კოორდინირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ასოციაცია ‘’ქართულ ღვინოს’’.  

ამჟამად, დუალური პროგრამების კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი დასაქმებულია მათ სასწავლო კომპანიებში.

დუალური პროფესიული განათლების მიდგომა გულისხმობს კერძო სექტორის (სხვადასხვა კომპანიის) მაქსიმალურ ჩართულობასა და პასუხისმგელობას პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, რაც უზრუნველყოფს ისეთი პროფესიონალების მომზადებას, რომელთა უნარები სრულად შეესაბამება კერძო კომპანიების საჭიროებებს.

დუალური პროფესიული განათლების ძირითადი პრინციპი არის ის, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ხდება ორ ადგილზე - კოლეჯსა და სასწავლო საწარმოში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები