| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Q3/2019 - საქართველოში ფიშინგს მომხმარებელთა 7,5% დაექვემდებარა, სომხეთში 12,48%, აზერბაიჯანში – 12,16%, - ასეთია "კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემები.
წინა კვარტალში (Q2/2019) 13.87% -ს საქართველოში ფიშინგის პრობლემა შეექმნა, Q1/2019 -14.76% იყო. მაშინ ამ მაჩვენებლით საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე -10 ადგილი დაიკავა.
აპრილ-ივნისში სომხეთში მომხმარებელთა 8.73% დაექვემდებარა ფიშინგს, აზერბაიჯანში - 8.39%, პირველ კვარტალში ამ ქვეყნებში მომხმარებელთა 8.2%-მა განიცადა მსგავსი თავდასხმა.
ივლის-სექტემბერში პროდუქტმა „ანტიფიშინგი“ გამოავლინა და აღკვეთა მომხმარებელთა თაღლითურ გვერდზე გადასვლის 105 220 094 მცდელობა. უნიკალურ შეტევადაქვემდებარებულთა წილმა შეადგინა 11.28%.
აპრილ-ივნისში სისტემამ ხელი შეუშალა ფიშინგურ გვერდებზე გასვლის თითქმის 130 მილიონ მცდელობას, რაც 18 მილიონით მეტია Q1/2019 -თან შედარებით.
ექსპერტები ანტივირუსში ჩართული ანტიფიშინგური სისტემა ეფექტურობაზე აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, მომხმარებლებმა არ უნდა დაკარგონ სიფხიზლე არ უნდა უპასუხონ საეჭვო წინადადებებეს, არ უნდა გადავიდნენ ელექტრონული წერილების, სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და საიტების ყალბ გზავნილებზე. როგორც უკვე იცით, კიბერდამნაშავეები სპეციალურად ქმნიან ფიშინგურ ვებ-საიტებს „მომგებიანი შეთავაზებებით“, რათა იქ მიიტყუონ მომხმარებლები, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ღაღლითებს აწვდიან თავიანთ პირად მონაცემებს (ლოგინებსა და ელ.ფოსტას, ტელეფონის ნომრებს) და საბანკო ბარათების შესახებ ინფორმაციასაც კი, რაც თავის მხრივ გზას უხსნის მათ მომხმარებელტა საბანკო ანგარიშებისაკენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss