ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის მხარდაჭერით საგურამოში ტურისტული კომპლექსი გაიხსნა
4 დეკემბერი, 2019, 16:07
თიბისის მხარდაჭერით საგურამოში ტურისტული კომპლექსი  გაიხსნა

თბილისი (GBC) - თბილისიდან 25 კმ -ზე  საგურამოში, თიბისის მხარდაჭერით, მრავალფუნქციური გასართობ-გამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპაგაიხსნა 


 25 ჰა-მდე ფართობზეა განლაგებული და მოიცავს: 45 ოთახს, დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს.

 

მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის გამოყენებულია  ევროპული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია: Casalgrande Padana, la Fabrica,  Jacob Delafon, Kerakoll, Cesar,  Kohler.

 

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

 

სევსამორა რეზორტი და სპამიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას

 

დასასვენებლი კომპლექსი პირველ სტუმრებს 25 დეკემბრიდან უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები