| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ლიეტუველ კოლეგას შარუნას კესერაუსკასს შეხვდა ( ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში).
ირაკლიმ და შარუნასმა დეტალურად განიხილეს, პროექტის მხარდაჭერილი ინიციატივები, მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის პროექტის რეკომენდაციებით მომზადდა. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები.
ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ერთობ მნიშვნელოვანია ისეთი უწყებისათვის, როგორიცაა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. მადლობა პროექტის გუნდის ხელმძღვანელს აურელიო ლა ტორეს, ყველა მონაწილეს და ექსპერტს. ის განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც უკავშირდებოდა - კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული და ასევე სხვა ამოცანები, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ დროულ და ჯეროვან აღსრულებას უკავშირდება, სრულფასოვნად განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას და უცხოელ კოლეგას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss