| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზისბანკს EBRD-ის პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში საუკეთესო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. „ენერგოკრედიტი“ ევროგაერთიანებისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ჯილდო ბაზისბანკის კომერციული მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს, დავით ნიკოლაიშვილს გადაეცა. მან ისაუბრა ბაზისბანკის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით მწვანე ეკონომიკის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ და განაცხადა, რომ ბანკი განუხრელად მიჰყვება მწვანე ენერგოპროექტების დაფინანსების არჩეულ კურსს.
პროგრამა „ენერგოკრედიტი“ საქართველოში 2012 წელს ამოქმედდა. მას შემდეგ, ბაზისბანკისა და სხვა ქართული ბანკების მეშვეობით 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი მწვანე დაფინანსება მიიღეს.
„შერატონში“ გამართული მასშტაბური ღონისძიებით ასევე აღინიშნა EBRD-ის ახალი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის” (GEFF) დაწყება, რომლის მოცულობაც 54 მილიონი დოლარია. პროგრამის თანადაფინანსებას ახორციელებს „მწვანე კლიმატის ფონდი“ (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს, კორპორაციებსა და ოჯახებს ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორი ბანკებიდან მიღებული სესხების საშუალებით ენერგოეფექტურობის, კლიმატის ადაპტაციისა და მიტიგაციის პროექტების განხორციელებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss