| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი&ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ოფიციალური წერილი ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
სეოკ-მა ფესტივალზე ინფორმაცია EOC-ს 2020 წლის
31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს. თებერვალში ბორჯომსა და ბაკურიანს ოფიციალური
ვიზიტით ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისია ჩამოვა.
საქართველომ სურვილი წელს გამოთქვა. ქვეყანას გააჩნია მსგავსი
ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება. 2015 წელს, თბილისმა ევროპის ზაფხულის
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.
„ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში ბორჯომი/ბაკურიანის კანდიდატურა ზაფხულში წარვადგინეთ. ორგანიზაციამ ჩვენი კურორტები უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა მასპინძლობის კანდიდატ ქალაქებებად. პროცედურის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლობითი კომისია ესტუმრება. კომისია ადგილზე შეისწავლის ვითარებას. 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ვინაობა ნოემბერში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პატივი ბორჯომსა და ბაკურიანს ერგებათ.“ელგუჯა ბერიშვილი (ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი):
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss