| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „სებ-მა ძვირი ფულის პოლიტიკა
დააგვიანა“, - საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სებ-ს სექტემბრამდე
მართულ პოლიტიკას უწუნებს, საშემოდგომოთი
კმაყოფილია.
„ყველას არ სწამს ღნერთი, მაგრამ
ყველას სჯერა ბუნდესბანკის“ - კოვზანაძეს არ უგულისხმია ვისაც სწამს იმანაც აღარ იწამოს,
მხოლოდ ისურვა რომ სებ-ს ისევე ენდობოდნენ,
როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკს ენდობოდნენ მარკების მიმოქცევის პერიოდში.
მისი თქმით, 2020-2022 წ.წ სებ-ის ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკის დადგენილებით, რომელიც პარლამენტმა კენჭისყრით დაამტკიცა, სებ-ი 3% -სამიზნე ინფლაციაზე მაქსიმალურად
უნდა კონცენტრირდეს, რაზეც ისედაც აღნიშნა,
დადგენილების წარდგენისას, კობა გვენეტაძემ - „ჩვენ უნდა დაუმიზნოთ 3%-ს“.
ირაკლი კოვზანაძემ ბევრი ისაუბრა 3% -ის მნიშვნელობაზე ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაში, თუმცა ეკონომიკის ზრდის სხვა მახასიათებლებსა და საჭიროებებზე არაფერი უთქვამს. აღნიშნა, რომ ქვეყანა ეგზო და ენდოგენური ფაქტორების წინაშეა, რომლებიც ასევე არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, „ზომიერმა ინფლაციამ უნდა უზრუნველყოს მდგრადი ზრდა“, მაგრამ გასახვევ თამბაქოზე აქციზის ეფექტს ვინ გაზომავს, ისე, რომ ზომიერება არ დაირღვეს, არავის უკითხავს.
ირაკლი კოვზანაძემ წლის დასაწყისიდან ლარის 10%-ით გაუფასურებაზე
და ბოლო 10 დღეში დევალვაციის
წყვეტაზე განაცხადა, ნომინალურ კურსთან
ინფლაციის კორელაციაზე. ასევე გაძვირებულ სურსათზე .
ამჯერად ნოემბრის ინფლაცია მოიხმო - 7% . საკომიტეტო განხილვაზე კი აგვისტოს -4.9%**, რის გამოც სებ-ს რეალობისგან მოწყვეტა დააბრალა და ცენტრალური ბანკი კერძო და
საჯარო ყველა სტრუქტურის „თითით საჩვენებელი“ გახდა. ახლა კი ცენტრალური
ბანკის მიმართ მაღალი ნდობის საჭიროებაზე აღნიშნა, რამაც ზომიერ ინფლაციასთან
ერთად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
უნდა უზრუნველყოს.
** დადგენილებაში აგვისტოს ინფლაციაა მითითებული, საპროცედურო ვადის გათვალისწინებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss