ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა
14 დეკემბერი, 2019, 23:21
გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა

თბილისი (GBC) - გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად განვითარება იგეგმება. ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს საჯარო შეხვედრაზე.

პატარა ტბის გარშემო იგეგმება დასასვენებელი პარკის მოწყობა. "ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტბა და გვინდა, რომ ამ ტბის გარშემო განვავითაროთ  რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება დასასვენებელი  და გასართობი ადგილები. ის იქნება მიმზიდველი ყველა თაობის ადამიანისთვის და დააკმაყოფილებს ყველა ინტერესის მქონე ადამიანს", - განაცხადა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა.

შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრნენ.

დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარების და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ საპილოტე პროექტი დაიწყო. დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. პროექტის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები