| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - ტექსტილის მწარმოებლებთან კომუნიკაციისთვის , ეკონომიკისა და
განათლების სამინისტროების თანამშრომლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
გეგმის მიზანია, საქართველოს უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა შეძლონ კვალიფიციური პერსონალის მომზადება ტექსტილის წარმოებისთვის.
„ტექსტილის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მსხვილი დამსაქმებელი და ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებაა. ყველა გამოწვევა, რომელიც დარგის განვითარებას უშლის ხელს, მთავრობის მიერ გადაუდებელ ამოცანად სახელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, კომპანიებმა უნდა მიმართონ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: achkhikvadze@mes.gov.ge ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gedilashvili@moesd.gov.ge
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss