| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „800 000-მდე მანქანამ გაიარა ტექინსპექტირება და უმჯობესდება გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მაჩვენებელი“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მოსმენაზე. თავიდან დახარვეზების მაღალ მაჩვენებელზე აღნიშნა, თუმცა, იმედის მომცემია ხარვეზის გამოსწორების კოეფიციენტი
კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ვალდებულება 2020 წლის პირველი აპრილიდან რეგისტრირებულ ავტომობილზე ვრცელდება. დანარჩენისთვის გამონაბოლქვის კონტროლის წესები ეტაპობრივად გამკაცრდება:
• 2020 წლის 1
აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე - 0.7%;
• 2021 წლის 1
იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ - სვლაზე 0.6%;
• 2022 წლის 1
იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.
2022 წლამდე გადავადდება M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულება.
იცვლება მარჯვენასაწიანის რეგულაციაც 2018 წლიდან საჭეგადანაცვლებული, 01.04. 2020 -მდე ინსპექტირებულზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.
2020 წლის პირველი აპრილიდან კი რეგლამენტით დადგენილი
შეზღუდვა ამოქმედდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss