ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაბალეს წინდის პრეზენტაცია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
25 დეკემბერი, 2019, 12:16
ბაბალეს წინდის პრეზენტაცია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

 თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  დაუნის სინდრომის ასოციაციის კიდევ ერთი პროექტი „ბაბალეს წინდა“ განხორციელდა.  პრეზენტაციაზე, სოციალური საწარმოს სახელოსნო-სალონის ახალ სივრცეში,  ბაბალეს სადღესასწაულო ნაკეთობების საშობაო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

 

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მე-4 წელია, ხელს უწყობს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნასა და განვითარებას. 2017 წლიდან აფინანსებს. 650 000 ლარამდე ქეისით, 15 საწარმოა შექმნილი. თითოეულისთვის 50 000 ლარია. ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხე“ კონკურსის მიზანია სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარება, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმება, შესაბამისად ამ მიზნებზე ორეენტირებული საწარმოს ფინანსური მხარდაჭერა.

 

"ბაბალეს წინდა“ სოციალური საწარმოს ახალი პროდუქციაა. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს.  შემოსული თანხა სრულად ხმარდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას და მათ დამოუკიდებელ ღირსეულ ცხოვრებას სოციუმში.

 

"ბაბალეს წინდა" დიზაინისა და შინაარსობრივად დატვირთის გარდა,  გამოირჩევა საინტერესო შეფუთვით. თითოეულისთვის უნიკალური ჩასადები ყუთით, სადაც განთავსებულია ინსპირაციის რეპროდუქცია და მისი ამბავი, ლამაზად მოთხრობილი.  ეტიკეტები და ყუთები დამზადებულია გადამუშავებული ქაღალდისგან, რომელსაც ფონდის მხარდაჭერით შექმნილი „მწვანე საჩუქარი“ ამზადებს. ორი საწარმოს თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვის გარდა სოციალური საწარმობის ბიზნეს თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნა. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 12 უნიკალური დიზაინის წინდა შეიქმნა. 2020 წლის გაზაფხულზე ახალი კოლექია გამოვა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები