| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ექსპერტომ 2019 წელს
წარმატებულად დაასრულა, კომპანიამ კონსულტაცია ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით 31 ევროპელ ინვესტორს გაუწია.
სხვა ბიზნესსექტორებს შორის Experto Consulting
აქტიურად თანამშრომლობს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ისეთ გავლენიან
უცხოურ კომპანიებთან, როგორებიცაა EDF, Setec, Menard (Vinci Group-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც სწორედ Experto
Consulting-ის მხარდაჭერითა და დახმარებით გახსნა საქართველოში წარმომადგენლობა).
ექსპერტოს დახმარებით 12 ფრანგული კომპანია დაინტერესდა ქართული მეღვინეობითა და
აგროსექტორით. ფარმაცევტული და კოსმეტიკური სექტორები ექსპერტოსათვის მესამე
უდიდესი სექტორია.
HPP, Saint-Gobain PAM, John Cockerill, BPM
Architectes and Groupe Batteur - ეს ის ფრანგული კომპანიებია, რომელთა ოფიციალური
წარმომადგენელი საქართველოში სწორედ Experto Consulting-ია.
ამას გარდა კომპანია
აწარმოებს ბაზრის კვლევებს საქართველოში მოქმედი უცხოური და ადგილობრივი
კომპანიებისათვის. ასევე საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის („ზრდა“) ფარგლებში, საქართველოს შერჩეულ რეგიონებში ადგილობრივი მეწარმეებისათვის მთელი წლის განმავლობაში ატარებდა ტრენინგებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდისათვის, ასევე მეწარმეებსა
და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით.
Experto Consulting კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ ევროპული კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების მიმართ. 2019 წლის სექტემბერში ექსპერტომ საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა ბაქოში, ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში ოფისის გახსნას კიევში გეგმავს.
Experto Consulting 2011 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში ბიზნესწრეებისათვის საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა. კომპანიის ძირითადი მიზანია კავკასიის ბაზარი ხელმისაწვდომი გახადოს უცხოური კომპანიებისათვის, რომლებსაც ქვეყანაში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მომსახურების, წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის ევროპული სტანდარტი შემოაქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss