| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 2019 წლის მთავარი სიხარული $/₾არის $1/2.8800 -მდე გამყარება. 10 დეკემბერი იყო, Bloomberg-ზე ვაჭრობა 2.92 -ით დაიწყო და აშშ დოლარი ერთბაშად დაეცა. კურსის ნიშნული 5 თვის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
2019 წლის მთავარი ტკივილი - ლარის გაუფასურების შეუქცევადი პროცესი, რამაც
10 დღეზე მეტს გასტანა და ბაზრის არც თუ პოზიტიური
მოლოდინები უფრო გააუარესა. წნეხში მოექცა ინფლაცია და ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა არჩევანი ეკონომიკის მუხრუჭის სასარგებლოდ
გაეკეთებინა.
2019 შეფასებისას ვერ გამოვტოვებთ გავრილოვის ღამეს,
დამოუკიდებელი მაუწყებლის ეთრიდან ნაგინები
პუტინის „შენდობას“, რუსეთის ავიაემბარგოს, რაც ტურისტების ნაკადზე და ქვეყნის შემოსავალზე
აისახა, თუმცა რუს ტურისტებს უფრო დაწყვიტა გული .
ნეგატიური მოლოდინების გადალახვის შემდეგ, წელი მაინც
პოზიტიურად დასრულდა.
2019 -საპენსიო რეფორმა დაიწყო, თუმცა წელი ისე იწურება კაპიტალდაბანდებები ვერ კეთდება.
რადგან სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერი ჯერ
კიდევ არ ჰყავს და დირექტორმაც დატოვა (უფლებამოსილებას დროებით აგრძელებს).
2019 - გაურკვეველი დარჩა ანაკლიის პორტი სტრატეგიულია თუ რიგითი პროექტი, ინვესტორები მინისტრმა დააფრთხო თუ კონსორციუმმა გააქცია.
2019 - ოქროს სიის გაუქმება,
2019 - ბანკებმა მსესხებლის 1/3 დაკარგეს
პასუხიმგებლიანი დაკრედიტების ე.წ ჩარჩო რეგულაციების ამოქმედება 2019 წლის მთავარ
თავზარდამცემ მოვლენად შეფასდა. მოქალაქე ახალი მაცივრის და ტელევიზორის, რითეილ სექტორის შემოსავლების გარეშე დარჩა. შენოსავლები აღარ ჰყოფნის მსესხებელს,
იმიტომ რომ შეცვლილი კოეფიციენტებით, შემოსავლიდან სესხის დასაფარად,
ფული 80/20%, 75/25% ბალანსის დაცვით უნდა ხარჯოს.
1000 -მდე 20%
/ 25% 25%/ 35%
1000- 2000 25%
/30% 35%/
45%
2000-4000 25%
/ 30% 45%
/ 55%
4000-ზე მეტი 30%
/ 35% 50% / 60%
კოეფიციენტები /წმინდა შემოსავალთან არაჰეჯირებული და ჰეჯირებული მსესხებლისთვის
უზრუნველყოფა 85% (₾)
70%($€£)
შეზღუდვა გადაეცა სავაჭრო
ობიექტებს და დეველოპერებს, რადგან განვადება და იპოთეკა მოითოკა. შედეგად მივიღეთ
ფინანსური სტაბილურობა, გაღარიბების ხარჯზე.
ქვეყნის პრემიერის დაპირებით, რომელიც დამოუკიდებელი ფინანსური მარეგულირებლის სებ-ის ფუნქციშიც იჭრება, კოეფიციენტები 2020 -ში გაზაფხულისთვის უნდა განახევრდეს. 2019 -ის ბოლოს ბაზარი სავალუტო სახსრებზე სარეზერვო ნორმის 5% -ით შემსუბუქებამ ამოასუნთქა. ლარიზაციას ვინღა ჩიოდა.
შეზღუდვა გადაეცა სავაჭრო
ობიექტებს და დეველოპერებს, რადგან განვადება და იპოთეკა მოითოკა. შედეგად მივიღეთ
ფინანსური სტაბილურობა გაღარიბების ხარჯზე.
ქვეყნის პრემიერის დაპირებით, რომელიც დამოუკიდებელი
ფინანსური მარეგულირებლის სებ-ის ფუნქციაშიც იჭრება, კოეფიციენტები 2020 -ში
გაზაფხულისთვის უნდა განახევრდეს.
2019 წლის დადგენილება №520 - ჯანდაცვაში
სატარიფო თანასწორობა.
2019 წლის ხსნა „100 საინვესტიციო
შეთავაზება“ გამარტივებული პრივატიზებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss