ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
CENN -ი სამთო კურორტებზე წყლის დეფიციტის მიზეზებზე
10 იანვარი, 2020, 17:38
CENN -ი სამთო კურორტებზე წყლის დეფიციტის მიზეზებზე

თბილისი (GBC) - CENN -ი სამთო კურორტებზე წყლის დეფიციტის რეალურ მიზეზს ასახელებს.

ორგანიზაციის შეფასებით,  წყლის დეფიციტის რეალური მიზეზი არის კურორტების სწრაფი განვითარების პარალელურად  არასაკმარისი, არასწორი, ან არარსებული გათვლები.

სასმელი წყლის დეფიციტი, რომელიც მიმდინარე ზამთრის საკურორტო სეზონზე გუდაურისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეიქმნა, ქვეყნის სტრატეგიულ სოციალურ–ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს უკავშირდება და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, - მიიჩნევს ორგანიზაცია, სადაც გაუმართლებლად მიაჩნიათ  წყლის დეფიციტის გამომწვევ მიზეზად მშრალი ამინდების დასახელება.

იგივე გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილების მეტეო სადგურების მონაცემებით, მსგავსი უთოვლო, მშრალი შემოდგომა და ზამთარი, XX საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ რამდენჯერმე აღინიშნა, მაგრამ სასმელი წყლის პრობლემა არ დამდგარა. ამასთან, ზამთარში, როდესაც თოვლის საფარი არ დნება, ნალექების რაოდენობა არ განსაზღვრავს მიწისქვეშა წყლების რაოდენობას.

წყლის დეფიციტის რეალური მიზეზი არის კურორტების სწრაფი განვითარების მოთხოვნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არასაკმარისი, არასწორი, ან არარსებული გათვლები. იმ პირობებში, როდესაც კურორტი არა სტიქიურად, არამედ გეგმის მიხედვით ვითარდება, კრიზისის ყველა კონკრეტული წინაპირობა ადვილად მიკვლევადია. მაგალითად, გუდაურის სწრაფი განვითარება პროგნოზირებული იყო კურორტის გენ-გეგმით.

აღსანიშნავია, რომ განვითარების გეგმების დამტკიცებამდე კურორტების განლაგების რაიონებში სახელმწიფოს მიერ უნდა ჩატარებულიყო ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რეჟიმისა და მარაგების დადგენის მიზნით და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბოლო წლებში გუდაურისა და ბაკურიანის განვითარების პროცესების კომპლექსური შეფასება და პრობლემის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების დადგენა. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი გახდება პრევენციული მექანიზმების დანერგვა და განხორციელება იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში მოდიოდეს ბუნებრივ გარემოსთან და რესურსების მდგრად გამოყენებასთან“, - ნათქვამია CENN -ის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები