| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სიანის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების კომპანია საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება.
„საპარტნიორო
ფონდის“ ცნობით, ჩინური კომპანია „საპარტნიორო
ფონდთან“ თანამშრომლობას რამდენიმე სექტორში განიხილავს, მათ შორის, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ეკონომიკური ზონის
მშენებლობის, ენერგეტიკის, კერძოდ - განახლებადი ენერგიების, ასევე მაღალტექნოლოგიური
და ინოვაციური წარმოების მიმართულებით.
პოტენიციურ თანამშრომლობაზე ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის მოადგილის,
გიორგი ხელაიას, სიანის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების ვიცე-პრეზიდენტ
ჰან ჰონგ ლისა და „ShaanGu“ ჯგუფის გენერალური დირექტორის ლიუ ძინფინის შეხვედრაზე იმსჯელეს.
სიანის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების ზონის განვითარების კომპანია, რომელიც თითქმის 30 წელია წარმატებით ოპერირებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მოდერნიზებულ ერთეულს წარმოადგენს. ხოლო სიანის „Shaangu Power Co.“ ქიმიური, მეტალურგიული, ენერგეტიკული წარმოებისა და გარემოს დაცვის სფეროში ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე კორპორაციაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss