| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს სამოქალაქო ავიაცია რეგიონში ლიდერია, ფრენების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ნიშნით. სსას-ის დირექტორმა ლევან კარანაძემ ანგარიში მინისტრს ჩააბარა.
2019 წელს ბაზარზე 32 სამგზავრო, მათ შორის, 30 უცხოური და 3 სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებდა. ფრენები 36 ქვეყანაში 74 საერთაშორისო მიმართულებით შესრულდა, მათ შორის ევროპის 20 ქვეყანაში. ყოველკვირეულად (W.W) საშუალოდ 340 რეისი. კარანაძემ 3.5% ზრდაზე აღნიშნა (ქუთაისი + 41%, ბათუმი +4%).
საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის საქართველოს მაჩვენებელი 32%-დამ 88%$-მდე გაიზარდა და საქართველომ ICAO-ს აღიარებაც მიიღო (სააგენტო ICAO-s საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სააგენტო აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას გეგმავს. ხმაურის მინიმიზაციის მიზნით. ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, ქართული მოწმობის ევროოკავშირის სტანდარტთან შესაბამისობისთვის. ახალი მოთხოვნები მეთვალყურის კვალიფიკაცია და სამუშაო პროცესი ახალი მოთხოვნებით დარეგულირდება.
„ავიაუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, პირველ რიგში, ტურიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის პროცესის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, აისახება ფრენების გეოგრაფიის გაზრდილ დინამიკაში. ჩვენი მიზანია, საქართველოს გავხადოთ ტრანზიტული ქვეყანა სამოქალაქო ავიაციის სექტორშიც, რისი პოტენციალიც ძალიან მაღალია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში მცირე ავიაციის და მცირე აეროდრომების ქსელის განვითარებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss