ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სირთულეების ნიუხედავად 2019-ში ზრდა შენარჩუნდა - კობა გვენეტაძე
15 იანვარი, 2020, 19:48
სირთულეების ნიუხედავად 2019-ში ზრდა შენარჩუნდა - კობა გვენეტაძე

თბილისი (GBC) - 14 - 15 იანვარს, სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვენაში გამართულ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსვალეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 ღონისძიებაზე ყოველწლიურად იკრიბებიან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და რეგულატორები მთელი მსოფლიოდან. წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმის 25 წლის იუბილეა და მისი ერთ - ერთი მთავარი თემა მონეტარულ პოლიტიკა იყო.

გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკა მიმოიხილა, არსებული გამოწვევები და ცენტრალური ბანკის ნაბიჯები. აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც  გასული წლის ბოლოს კიდევ ერთი წლით, 2021 წლის აპრილამდე, გახანგრძლივდა. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორიცაა - ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ახალი კანონი, კაპიტალის სისტემური ბუფერების ამოქმედება, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განხორციელებაზე მუშაობა და სხვა.

 ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები