| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში მოსახლეობა ინტერნეტს ყველაზე ხშირად Facebook-ის მოხმარებისთვის იყენებს, - ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები. კერძოდ, გამოკითხული რესპონდენტების 69% ამბობს, რომ ინტერნეტს მოიხმარს, მათი 72% კი ამბობს, რომ ინტერნეტს ყველაზე ხშირად Facebook-ის გამო მოიხმარს.
ინტერნეტის მოხმარების მიზნებს შორის მეორე ადგილზე საძიებო სისტემა Google-ია - 49%; მესამე ადგილზე კი მუსიკის მოსამენა, ფილმებისა და ვიდეობის ყურებაა - 20%.
კითხვაზე „რას აკეთებთ ხოლმე ყველაზე ხშირად, როდესაც ინტერნეტს იყენებთ?“, გამოკითხული რესპონდენტების 20% ამბობს, რომ იყენებს სოციალურ ქსელებს (გარდა Facebook-სა). კითხვაზე რესპონდენტებს სამი შესაძლო პასუხის გაცემა შეეძლოთ.
18% ამბობს, რომ უყურებს გადაცემებს, ხოლო 16% კი ამბობს,
რომ ინტერნეტს Skype ზარებისთვის ან სხვა ტიპის ზარებისთვის იყენებს. 3% ამბობს,
რომ ინტერნეტს უმეტესად ონლაინ აზარტული თამაშებისთვის იყენებს, 3% კი
საყიდლებისთვის.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ND) მიერ ჩატარებული
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით
მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოკითხა 2 180 ადამიანი. საშუალო
ცდომილების ზღვარი 1,9%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss