| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მილიონით დაფინანსდება.
პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება.
2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში – 1042 პროექტი, კახეთში – 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში −536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში − 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში – 309 პროექტი, ქვემო ქართლში – 399 პროექტი და შიდა ქართლში – 447 პროექტი.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss