| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო წმინდა ექსპორტის ზრდაზე აღნიშნავს.
„როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე
ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობაა. ექსპორტი რეექსპორტის
გარეშე - ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით (Y.Y), $2,352 მლრდ-მდე, რაც მთლიანის 62.4%-ია. რაც 12.4%-ით მომატებულია, $3,771.5 მლრდ-მდე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (68.2%), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (29.2%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (13.2%), მედიკამენტების (17.2%) და მინერალური და მტკნარი წყლების (21.2%) ექსპორტი.
„ევროკავშირში ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით არის
განპირობებული. $736.6 მლნ -ს შეადგენს. +17.2%Y.Y. ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში 31.3%-ია. ასევე, ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ძირითადი წილი
ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, წილი ევროკავშირში
განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89%-ია, , დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა
კი ძირითადად რეექსპორტის ზრდას უკავშირდება,“ – - განაცხადა ეკატერინე
მიქაბაძემ.
ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სომხეთში (47.9%-ით, 134 მლნ აშშ დოლარით), რუმინეთში (207.7%-ით, 120 მლნ აშშ
დოლარით), უკრაინასა (39.8%-ით, 70 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთში (13.9%-ით, 60 მლნ
აშშ დოლარით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss