| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზიის მიღებაზე განაცხადა, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია უზბეკეთში უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციების მიმართულებით. საბანკო ლიცენზიის მოპოვება 2 ეტაპისგან შედგება. პრელიცენზიის მიღების შემდეგ, თიბისიმ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ ე.წ. ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი, კი ძალიან მიმზიდველი და მზარდია.
ბაზარზე შესასვლელად მზადება 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი, რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო 2020 წლის ზაფხულში დაიწყება საბანკო ოპერაციები.
პარალელურად თიბისი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss