ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
OneWeb-ი თანამგზავრს თებერვალში ბაიკანურიდან გაუშვებს
22 იანვარი, 2020, 20:02
OneWeb-ი თანამგზავრს თებერვალში ბაიკანურიდან გაუშვებს

თბილისი (GBC)- სილქნეტმა ხელშეკრულება გააფორმა OneWeb-თან,  რომლის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი  დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობის მოაწერეს ხელი.

სილქნეტის და OneWeb-ის პარტნიორობის მიზანია თანამგზავრული ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის OneWeb-ის ფართო დაფარვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება, მათ შორის ყველაზე მოშორებულ და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში. 

ადრიან სთექელი: „დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესებს ესაჭიროება მუდმივი კავშირი საინფორმაციო რესურსებთან, მაგრამ ყველგან არ არის სათანადო გეოგრაფია ან საკმარისი რესურსი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაგებად, OneWeb-ის რევოლუციური კავშირგაბმულობის ქსელი საშუალებას მისცემს ყველას ისარგებლოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გადავდგით პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სილქნეტთან საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. OneWeb მოწოდებულია უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში.“    

გიორგი რამიშვილი: სილქნეტი ყოველთვის ისწრაფოდა მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. გავაფორმეთ პარტნიორობის მემორანდუმი კომპანიასთან, რომელიც რევოლუციური, კოსმოსური კავშირგაბმულობის ქსელის შექმნას შეუდგა. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს.“  

OneWeb-მა შარშან თებერვალში დაბალი ორბიტის  დედამიწის თანამგზავრების პირველი რიგი გაუშვა. შემდეგის გაშვება დაგეგმილია 2020 წლის თებერვალში ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ეს დასაბამს მისცემს OneWeb-ის პროგრამას, რომელიც გულისხმობს ერთდროულად >30 თანამგზავრის რეგულარულ გაშვებებს OneWeb-ის 650 თანამგზავრისგან შემდგარი პირველი სატელიტური ქსელისთვის.

OneWeb-ის საინვესტიციო პარტნიორები არიან Softbank, Airbus, Coca-Cola, Virgin, ინდური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Bharti, რუანდის მთავრობა და მექსიკური კონგლომერატი Grupo Salinas. http://www.oneweb.world

სილქნეტი წამყვანი კონვერგენტული სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს სთავაზობს:მობილურ მომსახურებას,  ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. საბაზრო წილი - >40 %.

კომპანიამ 2019 წლის აპრილში $200 მილიონის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. სილქნეტს  მინიჭებული აქვს B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები