| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საპარნტიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.
ჩინელებმა განსუს პროვინციის კომერციის დეპარტამენტის, ევრაზიის საქმეთა განყოფილების, ასევე, სახმელეთო-საბაჟო ადმინისტრაციული კომიტეტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ქართულ მხარესთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.
4 მიმართულებით ინტერესდებიან: ლოჯისტიკა, რომელიც სარკინიგზო და სახმელეთო-საბაჟო მიმართულებებს მოიცავს, ასევე, განახლებადი ენერგიები, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ალკოჰოლური და ნატურალური პროდუქტების ექსპორტი. ჩინური მხარის განცხადებით, განსუს პროვინციამ მეღვინეობის 3000-წლიანი ისტორიით, ჩინეთში პირველმა დაიწყო ღვინის წარმოება და დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად დიდ პოტენციალს ხედავენ.
საქართველო განსუში 2-6 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვიეს, 150 კვმ ფართი დაეთმობა და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენაში. საშუალება მიეცემა, საგამოფენო პროდუქტები გაიტანოს, გამართოს კულტურული ღონისძიებები. საქართველოს სთავაზობენ საიმიჯო სპეციალური კონფერენციის ჩატარებას, რომელზე დამსწრე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, ქვეყნის საინვესტიციო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიღების საშუალება მიეცემა.
"საპარტნიორო ფონდში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსუს
პროვინციის გუბერნატორის აპრილში საქართველოში დაგეგმილი საქმიანი ვიზიტის დეტალები
განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება
გაფორმდება. ამასთანავე, განსუს დელეგაცია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან, კერძოდ,
შიდა ქართლთან დამეგობრების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს, რომლის საშუალებით
კიდევ უფრო გააქტიურდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ რეგიონს შორის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss