| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი საქართველოს ხაზინის
მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეძენას განიხილავს.
საინვესტიციო
ბანკი ასევე დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს 2021 წელს საქართველოს მთავრობის ევროში
დენომინირებული ფასიანი ქაღალდების (500 მლნ
ევროობლიგაციების) რეფინანსირების პროცესსა და მთალიანობაში ფინანსური ბაზრის განვითარების
პროცესში.
"შესანიშნავი
საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე, კონკრეტულად
კი სამთავრობო სექტორში ოპერატიულობისა და ეფექტურობის მიზნით გამოყენებულ ტექნოლოგიებზე ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ის
გზები, რომლითაც საქართველოს შეეძლება მეტი კაპიტალდაბანდების მოზიდვა. ვისაუბრეთ ასევე
დაფინანსების სტრატეგიაზე და გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების დაფინანსების
საკითხებზე. საერთო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა იყო. გვახარებს ყველაფერი, რაც საქართველოში
ხდება", - აღნიშნა ჯეი კოლინსმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
Citigroup-ი
აშშ-ის უდიდეს ბანკებს შორის მესამე ადგილზეა. 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
და 160 ქვეყანაში ოპერირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss