ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნეს
24 იანვარი, 2020, 11:07
მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნეს

თბილისი (GBC) - ზუგდიდის სასამართლომ დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზებაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და კანონმდებლობის იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი  ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.. მიწის ფართობის პრივატიზება
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ  გამოიწვია პრივატიზებული  ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის  ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლომ დამენია დამნაშავედ ცნო სსკ-ის 342- მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 15 000 ლარის ჯარიმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები