ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი
24 იანვარი, 2020, 15:19
ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი

თბილისი (GBC) - ევროკავშირში პროდუქციის გატანით დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა იზრდება.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მონაცემებით, ექსპორტს ამ დროისთვის ევროკავშირში 800-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, მთლიანობაში ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წლიდან, როდესაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჯამურად ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 44%ით.

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭორომელიც, წლების განმავლობაში, წარმატებულად  მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა თბილისი მარიოტშიევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრთა წლიურ კრებაზე.


ნადარეიშვილმა ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლსა და აქტივობაზეც აღნიშნა. „მნიშვნელოვანია, რომ DCFTA- ფარგლებში 125-ზე მეტი ევროდირექტივის აპროქსიმაცია მოხდა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებიდან“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები