| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, დერეფნის შედეგებზე ალმათში, ასოციაცია ТМТМ -ის შეხვრაზე იმსჯელეს, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია, გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით დაესწრო.
2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %-ით (10,7 ათას TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია.
2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.
ТМТМ-ის ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd და ყაზახური ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“ და ამასთანავე, 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა შეთანხმდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss