| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები
დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
კომპანიის 4-მა თანამშრომელმა პრესკონფერეციაზე, რომელიც
დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გამართეს, 11 თვის დავალიანებასა და შრომით უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, 2019 წლის 17 დეკემბერს დავალიანების ანაზღაურების
მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და ამის გამო 84 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარებას
სთხოვენ.
ისინი აცხადებენ, რომ მათი ხელფასი დაახლოებით 600 ლარი იყო და მთლიანობაში დავალიანება 1 მლნ ლარია.
ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოსა და ამერიკულ კომპანიას შორის დავას საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss