| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ყველა არქეოლოგიური ნივთი, კახა კალაძის თქმით, მაქსიმალურად შენარჩუნდება და მუზეუმში განთავსდება.
ახოსპირელის 3/7-ში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, სავარაუდოდ მე-17-18 საუკუნეების.
განეკუთვნება. ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.
თბილისის განვითარების ფონდის მიერ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდება, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი რომ გახდეს ტურისტული ნიშნით.
აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს,
სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სსრულ აღდგენას ექვემდებარება 26 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.
ღირებულება 2018-2019 წლებში
შეადგენდა 37 000 000 მილიონს. 2019-2020 წლებისთვის
კი დამატებით გამოიყო 25 მლნ ლარი.
გუდიაშვილის მოედნის პროექტის საერთო ღირებულება - ₾ 62 000 000.
სამუშაოები მოიცავს მუზეუმის/საგამოფენო და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას. 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss