| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
მისივე თქმით, EBRD მუშაობს კერძო სექტორთან ყველა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში, ტურიზმის სექტორში, ახალ ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში.
„ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საჭირო ღონისძიებების დაწყებას და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც წელს გავაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან დიდ ინტერესს მოვიზიდავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ საქართველო პერსპექტიული ბაზარია“ - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss