| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდება. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს.
"გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პროექტი მოიცავს საცურაო
აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს
დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439
ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა.
სპორტული კომპლექსი,
სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ
200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ
ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის
მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss