ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო სექტორი დეპოზიტების დაზღვევის გადავადებას ელის
28 იანვარი, 2020, 16:41
საბანკო სექტორი დეპოზიტების დაზღვევის  გადავადებას ელის

თბილისი (GBC) - ამ წლიდან  დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზაფხულამდე წარადგენს.  ფიზიკური პირების დეპოზიტების ანალოგიურად, ზღვარი 15 000 ლარით განისაზღვრება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში  ზღვრულ მაჩვენებლამდე ეტაპობრივ გადასვლას ვარაუდობენ .

 „ობიექტურად, იურიდიული პირისთვის, მისაღები უფრო მეტი ზღვარი იქნებოდა,  ვინაიდან უფრო მაღალი ნაშთებია ანგარიშზე. ეტაპობრივად ეს ზღვარი გაიზრდება“, -  აღნიშნა ოთარ ძიძიკაშვილმა (დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი)  „მაესტროს ბიზნესთან“ საუბარში.

საბანკო სექტორს ცვლილების გადავადების მოლოდინ აქვს. გათვალიწინებულია 1 ივლისიდან. იმ დროისთვის მცირდება  ბანკებისთვის ყოველთვიური  გადასახადიც, ლარში 0.067%-დან 0.03%-მდე, უცხოურ ვალუტაში 0.1% რჩება. ამით, გარკვეუწილად დაბალანსდება, წლიურად ბანკებს საშუალოდ 10 მლნ-ის ტვირთი მოეხსნება და  ცვლილებების შემდეგ  მთლიანობაში 7-8 მლნ-ით გაეზრდება.

2019  წ მდგომარეობით  საბანკო სექტორში 26.2 მლრდ -ის დეპოზიტებია (ბანკების დეპოზიტების გარეშე), 15 მლრდ  - საცალო. სულ სააგენტოში >2 მლრდ-ის პორტფელია დაზღვეული. 

სააგენტოს ფონდში 35 მლნ -ია, რაც ძიძიკაშვილის შეფასებით 2 წლიანი  პერიოდისთვის საუკეთესო შედეგია. წელს 60 მლნ-მდე გაზრდას ელის. 2019 წელს 17 მილიონი მობილიზდა, ბანკების  შენატანით  და სააგენტოს მიერ  2-5-წლიან სახაზინო ობგლიგაციებში განთავსებით მიღებული 1.5 მლნ-ით. 



 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები