| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) - 2019 – 2021 წლებში, მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაზის
ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამწლიან სტრატეგიულ პროგრამას
ახორციელებს. კომპანიამ პროგრამის მიმდინარეობა, 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის
სამოქმედო გეგმა წარადგინა.
„საქართველოს
გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელი მოგებით დაასრულა. კომპანია
ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს.
„ჩვენი
კომპანიის გამართულ მუშაობაზე ბევრად არის
დამოკიდებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი აირის
შეუფერხებელი მიწოდება. კომპანია ახორციელებს გაზიფიცირების მასშტაბურ სამთავრობო
პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, საქართველოს დაახლოებით 90 პროცენტი იქნება
გაზიფიცირებული“ - განაცხადა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა
დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ.
სამწლიანი
გეგმის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების
საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს,
ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ ლარი
დაიხარჯება.
ნათია
თურნავას განცხადებით, გაზიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამაა,
რომელმაც მოქალაქეების ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ეკონომიკის
მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირების ახალი უბნების სამშენებლო სამუშაოები
განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება, ხოლო
სამშენებლო სამუშაოების დროს უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულია ადგილობრივი
კადრები.
ამჟამად,
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
20 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს,
რომლებიც
2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
მომზადებულია დამატებით 145 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების
სამუშაოებისთვის
საჭირო
პროექტი და დასრულდა 407 დასახლებული პუნქტის წინასაპროექტო მოკვლევა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss