| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პრემიერმა დონორთა კონფერენციაზე მთავარ გამოწვევაზე განაცხადა, -"ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ კერძო ბიზნესი" და სახელმწიფო თანმიმდევრულად უჭერს მხარს დამატებით ინვესტიციებს.
მე-2 გამოწვევა შრომის ბაზარზე დისბალანსია და აღნიშნა მისი აღმოფხვრისთვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე.
„რეფორმა სრულად არის გაშლილი საშუალო განათლებაზე და პროფესიული განათლების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. თუმცა, ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ პარტნიორებსაც, მოქალაქეებსაც უნდა ავუხსნათ, რომ შესაბამის შედეგს 1,2,3 წელში ვერ მოიტანს. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა, სტრუქტურირებული და ძალიან მაღალი კონცენტრაციის მქონე მუშაობა წლების განმავლობაში და ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის“, - მიმართა დონორებს პრემიერმა.
მან ქვეყნის სამართლებრივი ინფრასტრუქტურის გამართულობაზე აღნიშნა, - ":ვგულისხმობ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს, რომელიც დღეს ჩვენს პორტფელშია. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შემდგომ ჩინეთთან, ყველა მეზობელთან. მიმდინარე პროცესია ინდოეთთან, ისრაელთან თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენს ბიზნესს და ჩვენს ეკონომიკას უჭირს ამ კონკრეტული მიღწევების სამართლებრივი ჩარჩოს რეალურ შედეგებში კონვერტირება რიგითი ქართველი მოქალაქეების და თუნდაც საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ, ჩვენ აქ არ გვაქვს სერიოზული გარღვევები, განსაკუთრებით ბიზნესის, კერძო ინიციატივის, ეკონომიკისა და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ობიექტური პრობლემები - სტანდარტიზაციის, კომპეტენციის დონე, შესაბამისობა, ხარისხის კონტროლი“, - განაცხადა პრემიერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss