| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხად, რომ მიღწევები ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა მთავარი მიღწევა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი ტემპია -5.3%.
„IMF-ი, რომელიც ძალზე კონსერვატიული შემფასებელია, საშუალოდ 4,9%-იანი ზრდას პროგნოზირებს. საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევების და შოკების მიმართ. თუმცა, გარე გამოწვევებმა და გარე შოკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ვალია, გავზარდოთ გამძლეობა შემდგომი რეფორმების საშუალებით. საპენსიო, კაპიტალის ბაზრის განვითარების, გადახდისუუნარობის, ენერგეტიკის, სამთო სექტორის რეფორმები“ - აღნიშნა მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss