| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, ქართველი ავტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით.
ეს დღე მსოფლიოში პოპულარულია, 100 ქვეყნის 31 მილიონი მოქალაქე მონაწილეობს.
ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას გააერთიანებს. თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებს, , სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ.
ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით.
წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები.
ღონისძიება
ოფიციალურად
ვაკის
მედიათეკაში
გაიხსნა და
მიხეილ
ჯავახიშვილის
დაბადებიდან
140 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს როსტომ ჩხეიძემ, ზვიად კვარაცხელიამ, ნათია ფურცელაძემ და გიორგი ლობჟანიძემ.
წიგნის საჯაროდ კითხვის
მსოფლიო დღე მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლევან ბერძენიშვილთან, ანა კორძაიასამადაშვილითან და დათო გორგილაძესთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის პარტნიორია Litworld. ღონისძიების მეგობარი თიბისი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss