ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა
5 თებერვალი, 2020, 18:06
სებ-მა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი 2020 წლის ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

სებ-ის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით“ გაზრდილი ინფლაციის პირობებში, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, ერთობლივ მოთხოვნაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები  ძლიერია.

ზრდაში წვლილს შეიტანს შიდა მოთხოვნისა და ინვესტიციების ზრდა, რაც ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების ტენდენციებს უკავშირდება. პოზიტიური, თუმცა მოკრძალებული, წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს. მიზნობრივზე მაღალი ინფლაციისა და ინფლაციური მოლოდინების ზრდის ფონზე, მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ნიშნულზე ნარჩუნდება, ხოლო შემდგომ, მხოლოდ ინფლაციის მოლოდინების შემცირების პარალელურად, განაკვეთი  ნეიტრალურ დონემდე ეტაპობრივად შემცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მიმდინარე პროგნოზით,  განაკვეთი,  ნეიტრალურ დონემდე - 6.5% 2 წლის შემდეგ შემცირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები