| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 100 მლნ ლარის ($35 მლნ) მოცულობის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს, მცირე ბიზნესისა და ქალი მეწარმეების დაფინანსების ხელშეწყობისთვის.
ინვესტიცია „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის მხარდაჭერით, რაც IFC–ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, ქალი მეწარმის კაპიტალზე წვდომის ხელშესაწყობად.
IFC–ის შეფასებით, 2017 წლის MSME დაფინანსების დეფიციტის ანგარიშის მიხედვით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების დეფიციტი საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალთა მფლობელობაში არსებულ საწარმოებზე მოდის.
საქართველოს ბანკისთვის გამოყოფილი რესურსი ლარში დაკრედიტებისთვისაა. თანხის 1/4 ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოებისთვის. ბოლო 6 თვეში IFC–იმ საქართველოს ბანკს უკვე მე-2 სესხი გამოყო. აგვისტოში, IFC–იმ „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის მხარდაჭერით, 100 მლნ ლარის სესხი გამოყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად.
„საქართველოს ბანკი IFC-თან ერთად კვლავ აგრძელებს ადგილობრივ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქციების განხორციელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმისათვის, რომ საქართველოს ბანკის მეშვეობით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების საიმედო მხარდამჭერები არიან. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს”, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.
„ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს
ბანკთან ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითრებისთვის ერთ-ერთი
მთავარი სირთულის - ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტას.
პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ეკონომიკის მთავარი ხერხემლის - მცირე
ბიზნესის მხარდაჭერის გზაზე“, - ამბობს IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.
„ქალ მეწარმეებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ განვითარებადი ბაზრების ეკონომიკურ ზრდაზე. სწორედ ამიტომ ვუწყობთ ხელს ქალებისთვის განათლებაზე და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას,” - განაცხადა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა შარლოტა კინანმა - „მოხარული ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რამდენადაც იგი აფართოებს ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესის დაკრედიტებას და ხელს უწყობს საქართველოში 2.1 მილიარდი დოლარის ფინანსური დეფიციტის შემცირებას.”
პროგრამა „შესაძლებლობები მეწარმე
ქალთათვის“ IFC-იმ საბანკო სერვისების ქალთა პროგრამის და Goldman
Sachs-ის ინიციატივის ფარგლებში „10,000 ქალი“ 2014 წელს შეიმუშავეს.
დღეისათვის ამ პროგრამის ფარგლებში IFC-იმ განვითარებად ქვეყნებში 53,000-მდე
ქალი დააფინანსა მთლიანობაში 1.76 მლრდ. აშშ დოლარით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss