| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თიბისის "სტარტაპერისა“ და MY.GE-ს ინიციატივით,ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი
Mystartup.ge იქმნება.
ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესი პროდუქციის განთავსებას სტარტაპერებისთვის განკუთვნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ. ისარგებლებენ უპირატესობებიტ.
“სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:
• საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ
მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
• გამართული და სტაბილური გაყიდვების
არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
• ონლაინ გადახდები და განვადება;
• კონსულტაცია მარკეტინგულ
კომუნიკაციაში;
• ტრენინგები რეგიონებში მოქმედი
სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
• დამატებითი ფინანსური რესურსების
მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ
ინფორმაციის განთავსება;
• ბრენდირებული ვებ-გვერდი,
პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.
სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე
რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.
Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/ .
MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss