| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2019 წელი მიკროსაფინანსო სექტორმა 112 123 ლარის მოგებით დაასრულა. ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში კი სექტორს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი უფიქსირდებოდა. 2019 წელსვე ბაზარზე მოქმედი მისოების რაოდენობა 19-ით.
მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგება წლების მიხედვით შემდეგი იყო:
• 2019 წელი - 112 ათასი ლარი
• 2018 წელი - 31.1 მლნ ლარი
• 2017 წელი - 44.5 მლნ ლარი
• 2016 წელი - 151.8 მლნ ლარი
• 2015 წელი - 124.2 მლნ ლარი
• 2014 წელი - 79,8 მლნ ლარი
• 2013 წელი - 61.9 მლნ ლარი
2019 წლის ბოლოს საქართველოში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, მათგან 42-ის ფინანსური ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებულია და ამ მონაცემების მიხედვით, 2019 წელი ზარალით 12-მა მისომ დაასრულა, 12 კომპანიის ზარალი >16 მილიონ ლარია.
ზარალიანი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (2019 წ. IV კვ.)
• 4Finance – 6.1 მლნ ლარი
• ბანი კრედიტი - 1.5 მლნ
• ქრიმ ფაინანს ჯორჯია - 3.6 მლნ
• თბილმიკროკრედიტი - 2.5 მლნ
• ლიდერ კრედიტი - 897 000
• სიტი კრედიტი - 692 000
მომგებიანებში ყველაზე დიდი წილი
მხოლოდ 1 -ზე "რიკო კრედიტზე" - 38.8 მილიონი ლარი, -
შედარებისთვის მოგებით მეორე ადგილზე 2019 წლის ბოლოს კრისტალი იყო 5.6 მილიონი
ლარით, კომპანიის უმრავლესობის შემთხვევაში კი მოგება მილიონ ლარს არ სცდება.
მოგებიანი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (2019 წ. IV კვ.)
• რიკო კრედიტი - 38.8 მლნ ლარი
• კრისტალი - 5.9 მლნ ლარი
• სვის კაპიტალი - 3.6 მლნ ლარი
• მიკრო ბიზნეს კაპიტალი - მოგება
2.8 მლნ
• კრედიტსერვისი+ - 2.2 მლნ
დღეს
15 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ლიკვიდაციის პროცესში. მათგან 6 ლიკვიდაციის
რეჟიმში 2019 წელს გადავიდა, წლის დასაწყისიდან სიას კიდევ 2 მისო დაემატა, ხოლო
დანარჩენი კომპანიების ლიკვიდაცია 2018 წელს დაიწყო.
შემცირდა
სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობაც და
მან გასული წლის ბოლოს 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, ნაცვლად ერთი წლით ადრე
არსებული 1.4 მლრდ -ის. სექტორს 1.2 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის
სესხი აქვს გაცემული, აქედან ყველაზე დიდი წილი კი ფიზიკურ პირებზე მოდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss