| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი
ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის
სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის"
ნომინაციაში გაიმარჯვა.
CENTRAL BANKING - ის დაჯილდოებაა აღიარებულიa, მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.
GSSS -ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემა, სებ-მა 2018 წლის 3 დეკემბრიდან აამოქმედა. საფინანსო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება. ფასიანი ქაღალდები საუკეთესო გირაოა, ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის.
სისტემა 2 ცენტრალურ დეპოზიტარს აერთიანებს, ემსახურება მთელ კაპიტალის ბაზარს. სისტემა თვითონ ირჩევს ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის და აკონტროლებს, რომ ეს ოპერაციები ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი გირაოთი.
GSSS უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას, ერთიანი პლატფორმაზე.
GSSS სისტემა "მონტრანმა" ეროვნული ბანკის და საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის (GCSD) დაკვეთით შექმნა. და უკვე მიიპყრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეთა ყურადღება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ინოვაციური გადაწყვეტილებები გახდა ცენტრალური ბანკების პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების საფუძველი, რაც უდავოდ ეროვნული ბანკისა და მისი სისტემის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss