| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანთან ეკონომიკური თანამშრომლობის დადებით დინამიკზე და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიხეილ ჯაბაროვმა შეხვედრაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, ორმხრივი ინვესტიციებზე, ასევე - თანამშრომლობაზე ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.
ჯაბაროვის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გახარიას და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგი რაუნდია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss