| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან დაიწყებს. კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ის ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ახალი კანონმდებლობით კონკურენციის სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით იზრდება.
იმას, რომ კანონი დახვეწვას საჭიროებს მიუთითებს ევროკავშირიც.
კერძოდ, ევროკომისიის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „საქართველო განაგრძობს კონკურენციის
შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დებულებების
განხორციელებას, რა დროსაც ყურადღება ეთმობა კონკურენციის შესახებ კანონის ცვლილებებს,
რათა გაიზარდოს კონკურენციის სააგენტოს საგამოძიებო უფლებამოსილება, მიღებულ იქნას
ანტიმონოპოლური პროცედურები და ორფაზიანი შერწყმის პროცედურა დაინერგოს“.
„ეს ცვლილებები მიზნად ისახავს რეგულირებულ დარგებში
(საკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და ფინანსების) და მრეწველობის სხვა დარგბში კონკურენციის
შესახებ კანონის გამოყენებას, და გამოძიებათა ეფექტიანობის გასაზრდელად სტრუქტურული
ცვლილებების შეტანას. მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობათა
შემდგომი გაძლიერება. სააგენტოს უფლებამოსილებაში ამჟამად მომხმარებელთა უფლებების
დაცვაც შედის“, - წერია ანგარიშში.
ცვლილებების შედეგად, კონკურენციის შესახებ კანონში
მოექცება ბანკების, ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო სფეროს კომპანიების ოპერირებაც.
სწორედ ამ კანონით იქნება განსაზღვრული დაჯარიმების ნორმებიც, თუკი რომელიმე კომპანია
კონკურენციის შესახებ კანონს დაარღვევს. სამივე სფეროს წარმომადგენლებს დღეს საკუთარი
რეგულატორი ჰყავთ, სწორედ მათთან ერთად იმოქმედებს შემდგომში კონკურენციის სააგენტო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss