| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, 2019 მნიშვნელოვანი წელი იყო ჯგუფისთვის. აჩვენა შესანიშნავი სამომხმარებლო დაკრედიტების აქტივობა, მაღალი მომგებიანობა და წმინდა მოგების 32%-იანი ზრდა 500 მლნ ლარამდე.
ბოლო
12 თვიან პერიოდში გაჩეჩილაძე ჯგუფის ახალი მენეჯმენტის მიერ ახალი სტრატეგიის
შესრულებაზე მიუთითებს, რომელიც მთლიან ბიზნესზე აისახება და ითვალისწინებს
ინვესტირებას სამომავლო ციფრულ და IT შესაძლებლობებში, მათი ახალი ფილიალების
რენოვაციას, და ბრენდის ფრენჩაიზს.
მისივე
თქმით, ამ ინვესტიციების შედეგები უკვე იწყებს მნიშვნელოვან შემოსავლების ზრდას,
ისევე როგორც გაუმჯობესებული კლიენტების კმაყოფილების კოეფიციენტი და დასაქმებულთა უფრო მაღალი
ჩართულობა.
„ჩვენ ასევე ვაჩვენეთ მკაფიო პროგრესი ახალი
საბანკო მარეგულირებელი გარემოს ადაპტირებაში. 2019 წელს, გადავაჭარბეთ
დაკრედიტების ზრდის მოლოდინს და ვაჩვენეთ ძლიერი მომგებიანობა საბანკო სექტორში,
რომელსაც ახლა აქვს უფრო დაბალი სისტემური საკრედიტო რისკი და აუმჯობესებს
კაპიტალის ეფექტურობას“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
გაჩეჩილაძის
განცხადებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მარეგულირებელ გარემოში მნიშვნელოვანი
ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წელი გარდამავალი წელი იყო, რაც შესანიშნავი
საფუძველია მათი მომავალი ზრდისთვის.
„ეს
არის ახალი გარემო, რომელსაც აქვს უფრო დაბალი წმინდა საპროცენტო მარჟა და უფრო
დაბალი საკრედიტო რისკის ხარჯი.
დაბალრისკიანი
პორტფელის ზოგიერთი ბენეფიტი უკვე
სახეზეა, დაბალი საკრედიტო რისკის ხარჯის თვალსაზრისით, რომელიც 70 საბაზისო
პუნქტით, 0.9%-მდე შემცირდა 2019 წელს, ხოლო 90 საბაზისო პუნქტით 0.2%-მდე 4Q19
-ში.
წლის
განმაბლობაში ბანკმა ჩამოაყალიბა ახალი მისია: „ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ
ხალხს მეტი პოტენციალის მიღწევაში“.
ბანკი
განაგრძობს ბენეფიტების მიღებას მიმდინარე ინვესტიციებიდან IT, ციფრული და
მონაცემთა შესაძლებლობებში, მათ შორის ციფრული თანამშრომლების გაორმაგებას 12
თვიანი პერიოდის განმავლობაში 2020 წლის ივნისამდე.
მიუხედავად
იმისა, რომ ამან ხელი შეუწყო უფრო მაღალ საოპერაციო ხარჯებს, 2019 წელს 10.9% –ით
გაიზარდა ერთჯერადი ხარჯები, გაჩეჩილაძე მოხარულია, თუ როგორ ხდება ამ ინვესტიციის
შედეგებში გადმოტანა - როგორც ფრენჩაიზის ძლიერი ზრდის, ისე ძლიერი მომგებიანობის
თვალსაზრისით.
მაგალითისთვის,
ეს ფაქტი უკვე ასახულია მობაილ ბანკის ტრანზაქციების რაოდნეობის ზრდაში, რომელიც
2-ჯერ მეტად გაიზარდა 35.9 მილიონამდე 2019-ში. საერთო ჯამში ყოველდღიური
ტრანზაქციების 93% ციფრული არხების მეშვეობით ხორციელდება.
საშუალოვადიან
პერიოდში, ბანკი აპირებს განაგრძოს ფოკუსირება მათი CET1 და Tier 1 კაპიტალის
ადექვატურობის კოეფიციენტების 200 საბაზისო პუნქტამდე მართვის, მინიმალური
მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss