ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საარსებო შემწეობას ოჯახი გადამოწმების პერიოდშიც მიიღებს
14 თებერვალი, 2020, 14:59
საარსებო შემწეობას ოჯახი გადამოწმების პერიოდშიც მიიღებს

თბილისი (GBC) - საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს  გადამოწმების პერიოდში საარსებო შემწეობა არ შეუჩერდებათ.  პარლამენტის  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა მთავრობამ უკვე მოიწონა და გადაწყვეტილება ძალაში აპრილიდან შევა.

კომიტეტის გათვლით, ამისათვის დამატებით 5.4 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით , რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სოციალური დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები