| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იანვარში
ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის შეძენა 43.97 მლნ ლარი დაუჯდა.
კომპანიამ
იანვარში 301 280 467.8 კვტ.სთ საბალანსო ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი მიწოდების 25%-ი იყო.
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ
კილოვატ საათზე 14.5868671 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების
საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.
საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი - 71% იმპორტია, 22%-ია ჰესების წილი, ქარის
ელექტროსადგიურებმა საბალანსო ელექტროენერგიის 3% გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა -
4%.
2020
წლის იანვრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს
გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი
მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 34.9% და 37.0%
შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss