| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (ĢBC) – ₾200 000 სასესხო ზღვრის დაწევაზე ფინანსთა მინისტრი არ არის უარზე, დისკუსიისთვისაც ღიაა, სებ--ის ჩართულობით, თუმცა საჭიროებას ვეღარ ხედავს. დაკრედიტების ტემპი მისაღებია. დეველოპერულ სექტორსაც არ უჭირს, მაგრამ ზვრის დაწევა პრობლემა არ არის, არც გაუქმება, თუ სამშენებლო ბიზნესს ეს სჭირდება.
ბაზარი ფინანსთა წინა მინისტრის მამუკა ბახტაძის პერიოდის შეზღუდვის მოხსნას რახანია ელის. საკითხი ყველა პლატფორმაზეა განხილული, მათ შორის პრემიერთან, რომელმაც "დაავალა" კიდეც სებ-ს შემოსავლების დადასტურების ნაწილში შესაძლებლობების გადახედვა.
ცვლილებები მარტიდანაა მოსალოდნელი და სავარაუდოდ ბაზარს პრემიერი ამცნობს. ბანკების ასოციაცია >₾4 000 მემოსავლიანი მსესხებლისთვის ₾200 000 -მდე კრედიტის უცხოურ ვალუტაში აღების შეზღუდვის მოხსნას ელის. ბანკების ლობი სებ-თან, სებ-ი კი მთავრობასთან მუშაობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss