ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC PLC-ის აქციონერები უზბეკეთში $40 მილიონს დააბანდებენ
მარიამ მინაძე
20 თებერვალი, 2020, 17:30
TBC PLC-ის აქციონერები უზბეკეთში $40 მილიონს დააბანდებენ

თბილისი (GBC) – TBC Bank - ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით,უზბეკეთის ბაზარზე იანვარში მიღებული წინასწარი საბანკო ლიცენზიის შემდეგ, სრულყოფილ ნებართვას და  გააქტიურებს ზაფხულში ელის.

პირველადი ფოკუსი, როგორც გაცხადებული იყო, ციფრულ არხებზეა,  მათ შორის, მათ ნეობანკზე - Space,. ბუცხრიკიძის განცხადებით, გეგმავენ ძალების გაერთიანებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ პარტნიორთან. გეგმით გათვალისწინებულია მინიმუმ 51%-იანი წილის ფლობა.

მისივე თქმით, უკვე უზრუნველყვეს ინტერესი EBRD-სა და IFC– სგან და ასევე, მიაღწიეს შეთანხმებას ძირითად პირობებზე უზბეკ – ომანის საინვესტიციო კომპანიასთან.

მისივე ინფორმაციით, ყველა აქციონერის ჯამური ინვესტიციაა $40 მილიონი, ორ ეტაპად - $12 მილიონი ლიცენზიის მოპოვებამდე და $28 მილიონი ლიზნეციის მოპოვების შემდგომ.

უზბეკეთის ბაზარზე ჯერ სამომხმარებლო სესხებს, ავტოსესხებს, დეპოზიტებს და მიმდინარე ანგარიშებს შესთავაზებენ, მოგვიანებით კი იპოთეკურ და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების სესხებს შესთავაზებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები