| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ, - საქართველო და მისი პარტნიორი ქვეყნები ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება კიბერშეტევაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის,
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია
ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი
სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
„კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების ხელყოფას, მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და
სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების
შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო
პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად,
აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება
საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს
სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა
სამინისტროში.
საქართველოში
განხორციელბული კიბერშეტევა უკვე დაგმო ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და დიდი
ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss