| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Bank-ის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე უზბეკეთის ბაზარზე Payme-ს (გადახდების პლატფორმა) მზარდ მაჩვენებლებზე აცხადებს. 2019-ში შემოსავლები 84%-ით 8.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, EBITDA-მ 4.5 მილიონ ლარს მიაღწია, წლიური ზრდით (YoY) 76.9%. ტრანზაციების რაოდენობა 24.5%-ით გაზრდილია (YoY), 40.1 მილიონამდე.
Payme უკვე 1.772 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მაშინ როდესაც TBC-ის მიერ მისი შეძენის მომენტში (04/19), პლატფორმას 1.3 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.
51%-იანი წილის სანაცვლოდ TBC-მ პლატფორმაში 2019 წელს $5.5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
ტრადიციულ სერვისებთან ერთად ( კომუნალური, სესხის გადახდები, კომერციული შენაძენები ...). Payme-ს ახალი აპლიკაცია Payme 2.0 შეიქმნა და გასული წლის ივლისში ბეტა ვერსია გაეშვა განახლებული ინტერფეისის დიზაინითადა ახალი შესაძლებლობებით.
ბანკის გათვლებით, Payme-ს შემოსავლები 2020 წელს 43%-ით 12.3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 2.8 მილიონამდე, ტრანზაქციების რაოდენობა კი 52.5 მილიონამდე გაიზრდება.
TBC-ის განცხადებით, ბიზნესი მდგრადია და ქმნის პოზიტიურ ქეშფლოუს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss